Georgian Comparative Literature Association
ჩვენს შესახებ

შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის ქართული ასოციაცია

შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის ქართული ასოციაცია დაფუძნდა 2008 წელს. ორგანიზაციის პირველი პრეზიდენტი იყო პროფესორი ირმა რატიანი. 2012 წლიდან ასოციაციის პრეზიდენტია დოქტორი გაგა ლომიძე.  ორგანიზაციას ჰყავს საბჭო და ფინანსური მართვის ჯგუფი. ასოციაციაში გაერთიანებულია 100-ზე მეტი მეცნიერი.


  ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები

  ორგანიზაცია მიზნად ისახავს:

  • ხელი შეუწყოს ქართული მეცნიერების ინტეგრაციას საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში;
  • შექმნას კონსტრუქციული შემოქმედებითი გარემო მეცნიერებისა და კულტუროლოგიური სფეროს კვლევა-ძიებისათვის;
  • შექმნას საინფორმაციო ბაზა;
  • პოპულარიზაცია გაუწიოს ჰუმანიტარული მეცნიერების მიღწევებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ;
  • შეიმუშავოს და განახორციელოს მეცნიერებათა გაცვლისა და სტაჟირების პროგრამა;
    გამოსცეს მეთოდოლოგიური და დამხმარე სახელმძღვანელოები;
  • ასოციაცია ეწევა ნებისმიერ სხვა საქმიანობას, რომელიც ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით და ემსახურება საწესდებო მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას.

  თავისი მიზნების მისაღწევად ორგანიზაცია კანონით დადგენილი წესით განახორციელებს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რაც არ ცვლის ორგანიზაციის, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირის ხასიათს;
ორგანიზაცია უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი მოქმედება, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება ორგანიზაციის მიზნებსა და ინტერესებს.

Contact

5, M. Kostava St.

Tbilisi, 0108, Georgia

Email: geclainfo@gmail.com

Fax: (995 32) 995 300

Tel: (995 32) 996 384

Partners
International Comparative Literature Association Rustaveli Institute of Georgian Literature Rustaveli Foundation