საგრანტო პროექტები 2014
შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა 2014 წელს დააფინანსა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ 2013 წელს წარდგენილი ოთხი საგრანტო პროექტი, ფუნდამენტური კვლევების მიმართულებით:
- გალაკტიონ ტაბიძის თხზულებათა აკადემიური თხუთმეტტომეული. პირველი ნაწილის (ტ. 1-5) გამოსაცემად მომზადება და გამოცემა (ხელმძღვანელი თეიმურაზ დოიაშვილი);
- ტერმინი, ცნება და პარადიგმა “ვეფხისტყაოსანში” (ხელმძღვანელი ლია კარიჭაშვილი);
- „ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე“ – ახალი ტექსტოლოგიური კვლევები (ორენოვანი გამოცემა) (ხელმძღვანელი მაია ნინიძე);
- ქართული მოდერნიზმი (ხელმძღვანელი გაგა ლომიძე).