ომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია

eorgian Comparative Literature Association

Georgian  English  Russian
   

IX საერთაშორისო სიმპოზიუმი

ლიტერატურათმცოდეობის თანამედროვე პრობლემები


თბილისი, საქართველო


სიმპოზიუმის ორგანიზატორები:


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA)


სამეცნიერო კომიტეტი


გვაქვს პატივი, მოგიწვიოთ მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმზე -
„ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“,
რომელიც ჩატარდება 2015 წლის 23-25 სექტემბერს.

სიმპოზიუმი თემატურია.

მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმის თემაა:


ტრადიცია და თანამედროვე მწერლობა
 (სიმპოზიუმი ეძღვნება აკაკი წერეთლის გარდაცვალებიდან 100 წლისთავს)

სიმპოზიუმის თემის დასაბუთება იხილეთ მოკლე პრეამბულაში.


სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი სექციები:

  • ტრადიცია და ინდივიდუალური ტალანტი“ (ტ.ს. ელიოტი);
  • ავტორი ტრადიციის წინაშე;
  • ლიტერატურული ეპოქა და ტრადიციის მდგრადობა;
  • ტრადიცია დიქტატურის პრიზმაში;
  • ტრადიცია და ანტიტრადიცია თანამედროვე მწერლობაში;
  • ლიტერატურული კანონი, როგორც ტრადიცია? Pro and Contra;
  • ტრადიციული ლიტერატურათმცოდნეობა და მეთოდოლოგიების კრიზისი;
  • აკაკი წერეთელი და ქართული ლიტერატურული ტრადიცია.

სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე:


ლიტერატურული ტრადიცია,  კულტურული გლობალიზაცია და ტრანსლატოლოგიის პრობლემები


სიმპოზიუმის
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.


სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობის მსურველებმა საორგანიზაციო კომიტეტის სახელზე უნდა გამოაგზავნონ ქართულ და ინგლისურ ენებზე შევსებული სარეგისტრაციო ფორმა  და თეზისები:

  • თეზისები იგზავნება ორ ენაზე - ქართულად და ინგლისურად (გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ინგლისური ტექსტის ხარისხს!);
  • თეზისების მოცულობა – 250 სიტყვა. ქართული შრიფტი - LitNusx, ინგლისური შრიფტი -Times New Roman. შრიფტების ზომა – 11, ინტერვალი - 1;

თეზისები და შევსებული სარეგისტრაციო ფორმა იგზავნება ელექტრონულ მისამართზე: simpoziumi@yahoo.com
გამოგზავნის ბოლო ვადა – 10 აპრილი;

არასწორად აკრეფილი თეზისები და სარეგისტრაციო ფორმა არ განიხილება!


სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტი იტოვებს მონაწილეთა შერჩევის უფლებას.
შედეგების შეტყობინების ბოლო ვადა – 15–20 მაისი;


შერჩეული მონაწილეებისათვის დაწესებულია სარეგისტრაციო გადასახადი:

უცხოელი მეცნიერებისათვის - 90 ევრო
ქართველი მეცნიერებისათვის :

  • მოხსენებით გამომსვლელთათვის - 70 ლარი;
  • თანაავტორობით გამომსვლელთათვის (ორი თანაავტორი) – 110 ლარი;
  • დაუსწრებელი (სასტენდო)  მოხსენებისთვის – 50 ლარი;
  • დაუსწრებელი (სასტენდო)  მოხსენებისთვის თანაავტორობით  (ორი თანაავტორი) – 80 ლარი

სარეგისტრაციო გადასახადი მოხსენებით გამომსვლელთათვის ითვალისწინებს შემდეგს:

  • სიმპოზიუმის ბეჭდური მასალა (პროგრამა, თეზისები);
  • ყავა–ჩაის შესვენებები სიმპოზიუმის დღეებში;
  • მსუბუქი სადილი (ლანჩი) სიმპოზიუმის დღეებში;
სიმპოზიუმის დასრულების შემდეგ გამოიცემა სიმპოზიუმის მასალების კრებული.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტს  ზემოთ აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე.

 

IX საერთაშორისო სიმპოზიუმის
ტრადიცია და თანამედროვე მწერლობა

 (სიმპოზიუმი ეძღვნება აკაკი წერეთლის გარდაცვალებიდან 100 წლისთავს)
მონაწილეთა საყურადღებოდ!

სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტი

სამეცნიერო კომიტეტი

პლენარული მომხსენებლები

სიმპოზიუმის პროგრამა

შესარჩევი კომისიის მიერ დადგენილი მონაწილეთა სია

სიმპოზიუმის ფოტოგალერეა

სომპოზიუმის ანგარიში

 

 

   
   
Copyright © 2013 GCLA