ომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია

eorgian Comparative Literature Association

Georgian  English  Russian
   

 

XI საერთაშორისო სიმპოზიუმი

ლიტერატურათმცოდეობის თანამედროვე პრობლემები

თბილისი, საქართველო


სიმპოზიუმის ორგანიზატორები:


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA)

სიმპოზიუმის პარტნიორები:
ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია)
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

სიმპოზიუმის საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტი

პლენარული მომხსენებლები


გვაქვს პატივი, მოგიწვიოთ მე-11საერთაშორისო სიმპოზიუმზე -
„ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“,
რომელიც ჩატარდება 2017წლის 27-29 სექტემბერს.


მე-11 საერთაშორისო სიმპოზიუმის თემაა:

რომანტიზმი ლიტერატურაში. ეპოქათა და კულტურათა გზაჯვარედინზე

(სიმპოზიუ მიეძღვნება ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავს)

სიმპოზიუმის თემის დასაბუთება იხილეთ მოკლე პრეამბულაში.


სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი სექციები:

  • რომანტიკული მსფლაღქმა, თემები და მოტივები;
  • რომანტიზმის ესთეტიკა და ლიტერატურული პროცესი;
  • რომანტიზმის ნაციონალური ინვარიანტები. ნაციონალური იდენტობის საკითხი და კულტურული მარკერები;
  • რომანტიზმის პოეტიკა;
  • რომანტიზმის სემიოტიკა;
  • ლიტერატურული კანონი რომანტიზმის ეპოქაში;
  • რევოლუცია და რომანტიზმი;
  • ქართული რომანტიზმი;
  • ნიკოლოზ ბარათაშვილი და მსოფლიო რომანტიზმი;
  • რომანტიკოსები ცხოვრებასა და შემოქმედებაში.

სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე:

რომანტიზმის რეფლექსია პოსტ-რომანტიკულ მწერლობაში.


სიმპოზიუმის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.


სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობის მსურველებმა საორგანიზაციო კომიტეტის სახელზე უნდა გამოაგზავნონ ქართულ და ინგლისურ ენებზე შევსებული სარეგისტრაცი ფორმა და თეზისები:

  • თეზისები იგზავნება ორ ენაზე-ქართულად და ინგლისურად (გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ინგლისური ტექსტის ხარისხს!);
  • თეზისების მოცულობა – 250 სიტყვა. ქართული შრიფტი - LitNusx, ინგლისური შრიფტი -Times New Roman. შრიფტების ზომა – 11, ინტერვალი - 1;

თეზისები და შევსებული სარეგისტრაციო ფორმა იგზავნება ელექტრონულ მისამართზე:
simpoziumi@yahoo.com
გამოგზავნის ბოლო ვადა – 20 აპრილი;

არასწორად
აკრეფილი თეზისები და სარეგისტრაციო ფორმა არ განიხილება!


სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტი იტოვებს მონაწილეთა შერჩევის უფლებას.
შედეგების
შეტყობინების ბოლო ვადა – 15–20 მაისი;


შერჩეული მონაწილეებისათვის დაწესებულია სარეგისტრაციო გადასახადი:

უცხოელი
მეცნიერებისათვის - 90 ევრო

ქართველი მეცნიერებისათვის:

  • მოხსენებით გამომსვლელთათვის - 70 ლარი;
  • თანაავტორობით გამომსვლელთათვის (ორი თანაავტორი) – 110 ლარი;
  • დაუსწრებელი (სასტენდო) მოხსენებისთვის – 50 ლარი;
  • დაუსწრებელი (სასტენდო) მოხსენებისთვის თანაავტორობით (ორი თანაავტორი) – 80 ლარი

სარეგისტრაციო/span> გადასახადი მოხსენებით გამომსვლელთათვის ითვალისწინებს შშემდეგს:

  • სიმპოზიუმის ბეჭდური მასალა (პროგრამა, თეზისები);
  •  ყავა–ჩაის შესვენებები სიმპოზიუმის დღეებში;
  • მსუბუქი სადილი (ლანჩი) სიმპოზიუმის დღეებში;

 

 

სიმპოზიუმის დასრულების შემდეგ გამოიცემა სიმპოზიუმის მასალების კრებული/span>.

სიმპოზიუმის მასალები განთავსდება GOOGLE SCHOLAR-ისბაზაში.

რჩეული მოხსენებები, სტატიების სახით, დაიბეჭდება საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალში „სჯანი“, რომელიც განთავსებულია CEEOL, VABB-SHW და ERIH PLUS-ის ბაზაში.


დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტს ზემოთ აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე.

* * * * * * * *

სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტი

სამეცნიერო კომიტეტი

პლენარული მომხსენებლები

სიმპოზიუმის პროგრამა

შესარჩევი კომისიის მიერ დადგენილი მონაწილეთა სია

სიმპოზიუმის ფოტოგალერეა

სომპოზიუმის ანგარიში

 

 

 

 
   
   
Copyright © 2013 GCLA/div>